ახალი ამბები
21 მარტს სამოქალაქო აქტივისტები დათა ვანიშვილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ
22 მარტს სოფელ ხურვალეთში (ბობნევის ტერიტორია) სამოქალაქო აქტივისტები დათა ვანიშვილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

გამყოფ ხაზთან, თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები შეიკრიბებიან. დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

,,მას ოკუპირებული ხურვალეთის მიწას მიაბარებენ... ჩვენ უნდა გავაცილოთ დათა პაპა უკანასკნელ გზაზე... 12 საათზე შევიკრიბოთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე და იქედან დავიძრათ ხურვალეთისკენ, იმ მავთულხლართებთან, რომლებმაც ერთ დღეს დათა პაპას და მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს...'' - აცხადებს მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი დავით ქაცარავა.

დათა ვანიშვილი 88-წლის ასაკში გუშინ გამთენიისას გარდაიცვალა. მისი საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მიუხედავად ამისა, მას თავისი სახლი არ მიტოვებია და წლების განმავლობაში, მეუღლესთან ერთად, აგრძელებდა ცხოვრებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები