ახალი ამბები
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ჯერ კიდევ 2011 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია "ჩვენ ვაკავშირებთ", რომელიც მსოფლიოში არსებულ, პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას პასუხობს.

"პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიო გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები," - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ მე-5 კონფერენციაზე.

სახალხო დამცველმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას დროულად გადაჭრას არსებული პრობლემები. კერძოდ, აღმოფხვრას ბარიერები განათლების მიღების პროცესში, შექმნას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფუნქციური და სოციალური უნარ-ჩვევების ხელშემწყობი თანამედროვე სერვისები და მომსახურებები, უზრუნველყოს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარება; ამასთან, მხარი დაუჭიროს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერებას.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები