ახალი ამბები
ხურვალეთში დათა პაპას ოჯახის დასახმარებლად სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ
დათა ვანიშვილის დარკძალვა ერთი დღით გადაიდო. როგორც ვალია ვანიშვილი ამბობს, საფლავის გათხრა ვერ მოასწრეს, რადგან საკმარისი ხალხი იყო.

ოჯახის დასახმარებლად დღეს სამოქალაქო აქტივისტებიც ჩავიდნენ.

,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა ქელეხისთვის საჭირო პროდუქტები ჩაიტანეს. დათა პაპას ნათესავებს მათ საკვები პროდუქტები მავთულხლართებიდან გადააწოდეს.

,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დათო ქაცარავა ამბობს, რომ საჭიროა 88 წლის მოხუცი ტრადიციისამებრ დაიკრძალოს და მისმა ოჯახმა ქელეხის გადახდაც შეძლოს.

დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა, თუმცა ცოლ-ქმარმა სახლი არ მიატოვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები