ახალი ამბები
დღეს გორის ,,დილა'' ქუთაისის ,,ტორპედოს'' უმასპინძლებს
დღეს 21 მარტს გორში ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გაიმართება. გორის ,,დილა'' ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.

მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.

გორისა და ქუთაისის გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა გამორჩეული 2018 წლის მატჩი იყო, როდესაც მოედანზე შავი ცუგო გამოჩნდა.

აღნიშნული შეხვედრა მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ,,დილას'' ადმინისტრაცია დააჯარიმეს, ხოლო მიუსაფარ ძაღლს მფარველი გამოუჩნდა.

შავი ცუგო ამჟამად ატენში, ,,შატო ატენის'' მფლობელის სახლში ცხოვრობს. 

ფოტო არქივიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები