ახალი ამბები
ახლობლების ნაწილს დათა ვანიშვილის სახლამდე მისვლის საშუალება არ ეძლევა
ახლობლების ნაწილს დათა ვანიშვილის გასვენებაში მისვლის საშუალება არ ეძლევა. ამის შესახებ ისინი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებენ.

ქეთო ცერცვაძე ერთ-ერთია, რომელიც ვერ ახერხებს ოჯახამდე მისვლას. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა, გამყოფ ხაზთან მისვლა შეზღუდა.

,,იმედი გვქონდა, რომ დღეს ერთი საათით მაინც შეგვიშვებდნენ. მგონი, ამაოდ ვართ მოსულები. აქ გზა არსად არ ჩანს.... საშინელებაა, როდესაც არ გეძლევა შესაძლებლობა რომ დაიტირო ადამიანი. წუთიერად ხომ შეიძლებოდა პატივი მიგვეგო?! დათა უძვირფასესი, ტკბილი კაცი იყო და გმირი", - ამბობს ქეთო ცერცვაძე.

დათა ვანიშვილის ჭირისუფლები, 21 მარტს აცხადებდნენ, რომ ოსურმა მხარემ ახლობლებს და ნათესავებს მისამძიმრების უფლება და სახლში მისვლის საშუალება მისცა. თუმცა, დღეს საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

გაგრძელება:

ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე ნათესავი დათა ვანიშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად შეუშვეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები