ახალი ამბები
ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე ნათესავი დათა ვანიშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად შეუშვეს
დღეს დათა ვანიშვილს ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დილიდან ახლობლების გარკვეულ ნაწილს გადაადგილება შეეზღუდული ჰქონდათ, თუმცა ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ოჯახის მისასამძიმრებლად შეუშვეს.

ერთ-ერთი მათგანი იყო ქეთი ცერცვაძე, რომელიც სახლამდე მისვლას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც დათა ვანიშვილის შვილი გამოვიდა და სამართალდამცველებს სთხოვა მისი შეშვება, საქართველოს შს სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი აამოქმედა.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა 12 წლის განმავლობაში, დათას და მის მეუღლეს სახლი არ მიტოვებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები