ახალი ამბები
დათა ვანიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მის გამოსვენებას მავთულხლართების სიახლოვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ჰიმნით შეხვდნენ.

88-წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მის ცხედარს იმ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, ცხელი ხაზის მეშვეობით, ახლობლებსა და ნათესავებს, ოჯახში მისვლის უფლება მისცა.

ამ სახლში დღეიდან მისი მეუღლე, ვალია ვანიშვილი გააგრძელებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ შვილები მის წაყვანას ითხოვდნენ, ის მეუღლის ანდერძის ასრულებას აპირებს. გარდაცვალებამდე მეუღლემ ვალია ვანიშვილს სთხოვა, რომ სახლი არ მატოვოს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები