ახალი ამბები
გორის მერიას განცხადებით მიმართეს ერთ-ერთი ქუჩისთვის დათა ვანიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე
დღეს, ევროპელ ინიციატორთა ასოციაციისა და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს განცხადებით მიმართეს.

განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ დათა ვანიშვილის ხსოვნისა და საქართველოს წინაშე მისი დამსახურების აღსანიშავად, ქალაქ გორში ერთ-ერთ ქუჩას დათა ვანიშვილის სახელი ეწოდოს;

ასევე, სოფელ დიდ ხურვალეთში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს დათა ვანიშვილის სახელი; ხოლო ქალაქ გორში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეირჩეს ადგილი, სადაც მომავალში აღიმართება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი.

დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან და მისმა მეუღლემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ მიატოვეს მას შემდეგ, როდესაც მისი სახლის სიახლოვეს მავთულხლართები გააბეს. 12 წლის მანძილზე ცდილობდა არ დაეტოვებინა სახლი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები