ახალი ამბები
ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა
ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში, წეროვანის სიახლოვეს მომხდარ ინციდიენტზე რეაგირება არ მომხდარა.

,,წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური",- წერს ბადრი ბასიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ცხენების მეპატრონეთა ვინაობა, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, დაჯარიმდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები