ახალი ამბები
სამმა გორელმა მოჭიდავემ ქვეყნის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვა
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატზე, 23 წლამდე თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა, გორში, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ჩაიტანეს.

მოჭიდავეები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლები არიან.

ვერცხლის პრიზიორები გახდნენ გიორგი გეგელაშვილი (57 კგ) და თემურ ბერუაშვილი (74 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ)

მწვრთნელები: ირბეგ ჯიოშვილი, მერაბ მუზიაშვილი, დავით პოღოსიანი, ოთარ ტლაშაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები