ახალი ამბები
ქვეყნის ჩემპიონატზე გამარჯვება 23 წლის ასაკის გორელმა მოჭიდავეებმაც მოიპოვეს
22 მარტს, თბილისში გამართულ საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატზე, ქვეყნის ჩემპიონი თემურ ვანიშვილი გახდა.

ის ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლის შეგირდია, რომელმაც ოქროს მედალი 23 წლის ასაკის მოჭიდავეებს შორის მოიპოვა.

სულ გორში, 23 წლამდე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, სამი მედალი აიღეს: 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაო. სამივე ერთი სკოლის წარმომადგენელია.

რაც შეეხება დანარჩენ ორს, ვერცხლის მედალი აიღო გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ); ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გახდა დავით ფაცინაშვილი (70 კგ)
Print

სტატიის გამოყენების პირობები