ახალი ამბები
უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში პრობლემები შექმნა
გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა.

ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ეზოებიდან წყალი უკვე ამოტუმბეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ა(ა)იპ "ხაშურსევისის" წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები