ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
კავკასიონზე, თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ასევე, ჩაიკეტა რუსეთთან დამაკავშირებული ერთადერთი გზა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, მუშაობა შეწყვიტეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის, საბავშვო ბაღებმა.

ცხინვალის ,,ენერგორესურსების'' წარმომადგენლის განცხადებით,  დაზიანებული ელექტროხაზების დადგენა, ამ ეტაპზე, ჭირს. ისინი ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები