ახალი ამბები
აქცია-პერფორმანსი გორში - ქალთა ძალადობის წინააღმდეგ
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო კამპანიას, გორში, აქცია-პერფორმანსით შეუერთდნენ. 23 მარტს, სამოქალაქო აქტივიზის ცენტრის ახალგაზრდებმა წარმოდგენები ქალაქის სხვადასხვა საჯარო სივრცეში გამართეს.

როგორც მოხალისეები აცხადებენ, პერფორმანსები, თემატიკით: ,,არა ძალადობას''; ,,გენდერული თანასწორობა'' და ,,ქალური სოლიდარობა'', საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

,,ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონში და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდები. საზოგადოებისათვის ამ ფორმით მესიჯების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი და თვალში მოსახვედრი აღმოჩნდა.'' - აცხადებენ ისინი.

წარმოდგენები გადაიღეს კინო-სპექტაკლის სახითაც, რომელსაც საერთაშორისო ფესტივალზე ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე'' - უჩვენებენ.

აქტივობა დაიგეგმა პროგრამა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".
Print

სტატიის გამოყენების პირობები