ახალი ამბები
მტკვარზე წყლის დონის მომატების გამო სოფელ ქვახვრელის სიახლოვეს მწყემსები კუნძულზე დარჩნენ
მტკვარზე წყლის დონის მომატების გამო სოფელ ქვახვრელის სიახლოვეს მწყემსები კუნძულზე ჩარჩნენ. ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი გვესაუბრა.

,, მხოლოდ საქონელი ვერ გადაგყვყავს. წყლის დონე ისე არაა მომატებული, რომ წყალმა კუნძული დაფაროს. სამაშველოც აქ არის, თუმცა არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,'' - გვითხრეს კუნძულიდან.

სამაშველო სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარზე უხვი ნალექის გამო კუნძული წარმოიქმნა. მასზე 6 მწყემსი ცხვართან ერთად ჩარჩა. ადგილზე შესაბამისი მცურავი საშუალებებით იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები.

ფოტოები კუნძულიდან:





Print

სტატიის გამოყენების პირობები