ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 25 მარტი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 168, იმერეთში - 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 27, იმერეთში - 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 - თბილისში, 36 - აჭარაში. 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 91.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 278-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 829 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 229 პირი, აჭარაში - 736, იმერეთში - 891.
Print

სტატიის გამოყენების პირობები