ახალი ამბები
გორის მე-11 საბავშვო ბაღში კორონავირუსი მზარეულს დაუდასტურდა
გორის მე-11 საბავშვო ბაღში კორონავირუსი მზარეულს დაუდასტურდა. ამის გამო, ბაღი დაიკეტა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პერსონალს და აღსაზრდელებს 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩიეს.

ბაგა-ბაღმა მუშაობა დღეიდან შეაჩერა.

26 მარტის მდგომარეობით შიდა ქართლში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი 419 ახალი შემთხვევა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები