ახალი ამბები
ხაშურის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირთან საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დაფინანსების თაობაზე დღეს საგრანტო შეთანხმება გაფორმდა.

ევროკავშირი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით, 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის.

ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება მოხდება.

ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება როგორც გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ადგილობრივები სასმელი წყლის სისტემოს რეაბილიტაციას ათწლეულებია ითხოვენ.

იხ. ამავე თემაზე

ევროკავშირმა ხაშურის წყალმომარაგებისთვის 58 მლნ ევრო გამოყო
Print

სტატიის გამოყენების პირობები