ახალი ამბები
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 70 პირი აიცრა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში 70 პირი აიცრა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 4924-ია.

კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა "ფაიზერის" ვაქცინით და რამდენი "ასტრაზენეკათი", ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ.

ასევე არც ისაა ცნობილი, აცრილთა შორის რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები