ახალი ამბები
სოფლის წარმომადგენლის ცნობით, სამთავისში კოვიდ ინფიცირების 30-მდე შემთხვევა დადასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს. ამის მიზეზი კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობის მატებაა.

სოფლის წარმომადგენელი მალხაზ ჯაბინაშვილი ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მატულობს:

"მეოთხე დღეა, რაც სამთავისის ტაძარი, საბავშვო ბაღი და სკოლა დაიკეტა, კორონავირუსის გავრცელების გამო. ინფიცირებულების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, თანდათან ემატებიან. ეკლესიის წინამძღვარს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ტაძრის სამრევლოს უმეტესობა ინიცირებულია. ასევე, ინფიცირებულები არიან სკოლის პადაგოგები. ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 30-მდე ადამიანს დაუდგინდა კოვიდ -19, ველოდებით კიდევ ტესტის პასუხებს,"-გვითხრა მერის წარმომადგენელმა მალხაზ ჯაბინაშვილმა.

კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები არ აქვს. ის კიდევ ტესტის პასუხებს ელოდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები