ახალი ამბები
,,ვაჟიშვილი'' - გორის თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის
2,3,4 აპრილს ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში პრემიერაა. მსახიობებმა ახალ სპექტაკლზე მუშაობა დაასრულეს.

სპექტაკლი "ვაჟიშვილი" ფლორიან ზელერის ტრილოგიის პირველი ნაწილია. ის რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა სპეციალურად მესამე სივრცის ექსპერიმენტული სცენისთვის დადგა და მას გაგრძელება ექნება. დადგმის მოქმედებათა ცენტრში მოზარდია, რომელმაც მშობლების დაშორების შემდეგ. ესაა ამბავი მოზარდზე ვისთანაც დიალოგი ჩაგვეშალა; და არაა ამბავი ვიწრო ოჯახურ დრამაზე. სპექტაკლი ეძღვნებათ ჩვენს შვილებს და მათთან ვერ გატარებულ დროს.'' - აღნიშნავენ თეატრში.

ფრანგი მწერლის პიესის მიხედვით, სპექტაკლები ევროპის არაერთი თეატრის სცენაზე დადგეს და საკმაოდ პოპულარული გახდა. პიესას და მის ავტორს სპეციალური სტატია ,,გარდიანმაც" კი მიუძღვნა.

ნიკოლასი, რომელიც ორი წლის წინ მუდამ მომღიმარი იყო, დედ-მამის განშორების შემდეგ, რთულ ეტაპს გადის. აცდენს გაკვეთილებს, ხდება მატყუარა. დარწმუნებულია, რომ მამამისის სახლში გადასვლით და, მის ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრება, დაეხმარება. სასწავლებლად სკოლაც შეიცვალა.

თუმცა, თავს კომფორტულად არ გრძნობს, ხვდება, რომ მამის სახლში იგი არავის სჭირდება, დედასთან დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ....

,,არ ვიცი, რა ხდება ჩემ თავს" - ეს არის ფრაზა, რომელიც ამ პიესის ნახვისას ყველაზე მეტად ვაჟიშვილის სიტყვებიდან ამახსოვრდებათ.

დადგმის მოქმედებათა ცენტრში მოზარდია, რომელმაც მშობლების დაშორების შემდეგ საკუთარი თავი და ადგილი ვეღარ იპოვა. ვეღარც დედის და ვეღარც მამის გვერდით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები