ახალი ამბები
ხაშურში ცივი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს
ხაშურში ცივი იარაღით 35 წლამდე ასაკის ორი მამაკაცია დაჭრილი.

ხაშურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

ერთი მათგანი, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ბინაზე გაწერეს, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

რესტორანში ამტკიცებენ, ,,დიაოხის" ტერიტორიაზე  არანაირი კონფლიქტი მომხდარა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები