ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფელ მონასტერში ხატია ბერიანიძეს ეტლი გადასცეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონის ახალმა გამგებელმა ვლადიმერ გულიევმა ხატია ბერიანიძეს ეტლი გადასცა.

ხატია მშობლებთან ერთად სოფელ მონასტერში ცხოვრობს. ( საკორინთლოს სიახლოვეს).

კიდევ ერთი ეტლი სოფელ წინაგარაში გიორგი მარღიევს მიუტანეს.

შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ იმ სოფლებში, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ექვემდებარება.

როგორც სააგენტო რესი წერს, ხატია ბერიანიძეს მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული და გადაადგილება არ შეუძლია.  წინაგარელ გიორგი მარღიევს კი ქვედა კიდურის ამპუტაცია მიმდინარე წლის იანვარში გაუკეთეს.

წინაგარას თემი ქალაქ ცხინვალიდან საკმაოდ დაშორებულია. სამედიცინო სერვისები, ორივე სოფლისთვის, ადვილად  ხელმისაწვდომია გორსა და კასპში. თუმცა, როგორ ახერხებს მოსახლეობა სხვა სერვისების მიღებას, სტატიაში საუბარი არაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები