ახალი ამბები
ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი ავად გახდა. ამის შესახებ qartli.ge-ს მისმა შვილმა, ნანა ვანიშვილმა განუცხადა.

ამბობს, რომ 80 წელს გადაცილებეული ქალი დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა.

,,შესაბამისი სამედიცინო დახმარება ოსმა ექიმებმა აღმოუჩინეს და მედიკამენტებით მკურნალობის რეკომენდაცია მისცეს. დედაჩემს ჩემ შვილთან ერთად ვუვლი, თუმცა არ ვიცი, რამდენს ხანს შევძლებ აქ დარჩენას,'' - აცხადებს ნანა ვანიშვილი.

დღეს მათთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდნენ და საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრები ნივთები ჩაუტანეს.

გუშინ კი ხურვალეთში მარტოხელა ხანდაზმულების მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,მხარდამხარის'' წევრები ჩავიდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები