ახალი ამბები
გორში დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად 8 კომპანია იბრძვის
გორში, ე.წ. ახალბაღის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში უპრეცედენტო მარათონია გამართული. ერთმანეთს 8 კომპანია ეჯიბრება.

მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანიები იღებს.

ტენდერის საწყისი ფასი 9 მლნ 837 377 ლარი იყო. ზოგმა კომპანიამ იმაზე მეტი ფასი მიუთითა, ვიდრე ეს მითითებული იყო.

შპს ,,გზა'' - 12 მლნ 847 844

შ.პ.ს. "ჯავა" - 11მლნ 763 215 ლარი

,,არალი''- 11 422 877.00 ლარი

ენსისი - 10 მლნ 946 632 ლარი

,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1 -  9 მლნ 525 264 ლარი

შპს საბა კონსტრაქშენ - 9 მლნ 477 777 ლარი

,,იბოლია'' - 9 მლნ 100 000 ლარი.

შპს AWARD -  8 მლნ 950`000 ლარი.

ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯერ იმ კომპანიის წინადადებას განიხილავს, რომელმაც ყველა დაბალი შესთავაზა. 

იხ. ამავე თემაზე:

გორის ,,ახალბაღში'' დენდროლოგიური პარკი მოეწყობა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები