ახალი ამბები
გორის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების გაწმენდა დაიწყო
სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა სოფელ ხელთუბანში, რის შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე გაიჭრა სანიაღვრე არხი.

სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: ახალშენი, ახალსოფელი, ზეღდულეთი, ქვემო სობისი, ბერშუეთი და კირბალი.

,,ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი.'' - აღნიშნავენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები