ახალი ამბები
გორის მერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აცრეს
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მედიკოსების დაკვირვების შემდეგ, გორის მერი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

„თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ, აუცილებელია ავიცრათ, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. როგორც კი ასაკობრივი ზღვარი დაიწია 55 წლამდე, დავრეგისტრირდი და ვიცრები საჯაროდ, რადგან ყველას მოვუწოდო და ვაჩვენოთ, რომ აცრა უსაფრთხოა და აუცილებელი. ვაქცინაცია არის ყველაზე სწორი გზა. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს“. - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა

55 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაწყებულია.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.
http://stratcom.gov.ge/s/fe7d8

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ვრცლად : http://stratcom.gov.ge/s/d14b2
Print

სტატიის გამოყენების პირობები