ახალი ამბები
შიდა ქართლში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე მიკროავტობუსებით გადააქვთ
ხაშურში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ოპერაცია მათი თანამშრომლების მონაწილეობით, განხორციელდა.

,,ავტომანქანების ძარაზე 34 ერთეული თხმელასა (მურყანი) და 32 ერთეული 1,20 სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშენებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმები, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგაზავნება.' - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.



მანამდე, 5 დღით ადრე, ამავე მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო აღმოაჩინეს:

მოქალაქეს მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამმუშავებელი სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა მოწყობილი. დანადგარი დალუქეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები