ახალი ამბები
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე [R]
ფინკა ბანკი განაგრძობს კომპანია "აგროსფეროსთან" თანამშრომლობას და აპრილიდან ფერმერებს ექსკლუზიურ, ძალიან ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს - აგრო სესხის განვადება წლიური 0%-დან (ეფექტური 0.65%-დან) იქნება შესაძლებელი!

რას გულისხმობს აგრო სესხის განვადება?

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ "აგროსფეროს" მაღაზიათა ქსელში აარჩიონ სასურველი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა, სათესლე/სხვა ტიპის მასალები, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები ან სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქცია, შემდეგ ეწვიონ ფინკა ბანკის ადგილობრივ ფილიალს და მარტივად დაიმტკიცონ შერჩეული პროდუქციის შესაძენად საჭირო აგრო სესხის განვადება.

აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვეა (საშეღავათო პერიოდი 5-დან 11 თვემდე), ხოლო თანხა 4,500 ლარიდან 150,000 ლარამდეა ხელმისაწვდომი. პროდუქტი ფერმერებისთვის ხელსაყრელია იმითაც, რომ სესხის დამტკიცებისა და განაღდების საკომისიო 0%-ია და ამ იაფი ფინანსური რესურსით აგრო მეურნეობების განვითარებისათვის საჭირო ინვენტარისა თუ მასალების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ამიტომ, არ გადადოთ თქვენი მეურნეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ეწვიეთ ფინკა ბანკს და "აგროსფეროს" მაღაზიას თქვენს ქალაქში ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართთ *4949

ფინკა ბანკის ფილიალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ;

აგროსფეროს მაღაზიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ;
Print

სტატიის გამოყენების პირობები