ახალი ამბები
კორონავირუსის გამო ხაშურის მესამე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ხაშურის მესამე სკოლა, კორონავირუსის გავრცელების გამო, სწავლებას დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ რეკომენდაცია ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასცა.

ხაშურის რესურსცენტრის უფროსის, ზვიად გოგუაძის განცხადებით, თავდაპირველად, კორონავირუსის ერთ კლასში დაფიქსირდა.

,,სხვა კლასში კი მშობლებს შეეშინდათ ინფექციის გავრცელების და დისტანციური სწავლების რეჟიმი მოითხოვეს. დაწერეს განცხადება და დავუკმაყოფილეთ. მერე დაფიქსირდა მასწავლებელთან, რომელსაც შეხება ჰქონდა სხვა მასწავლებლებთან და დირექტორთან. ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ რეჟიმში'' - აცხადებს ზვიად გოგუაძე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
Print

სტატიის გამოყენების პირობები