ახალი ამბები
კასპში სასწავლო სახელოსნოები შენდება
კასპში სასწავლო სახელოსნოები 3 თვეში აშენდება. მას კომპანია ,,ბილდ ინდუსტრი'' ააშენებს.

ამის თაობაზე, 6 აპრილს, საგანმანათლებლო ონფრასტრუქტურის სააგენტოსა და კომპანია ,,ბილდ ინდტუსტრის'' შორის, ხელშეკრულება გაფორმდა.

მშენებლობა 490 000 ლარი დაჯდება და ობიექტი, პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად, პროფესიულ კოლეჯს გადაეცემა.

შეგახსენებთ, კასპში, 2020 წლის ოქტომბერში პროფესიული კოლეჯი გაიხსნა. 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

პროფესიულ სასწავლებელში მსურველები სწავლობენ ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა ხეხილის სხვლა-ფორმირება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვა-მომსახურება, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, IT, სურსათის უვნებლობა, ვიზაჟი და სხვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები