ახალი ამბები
ოსიაურის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი წლის საუკეთესო პედაგოგად დაასახელეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ბუხრიკიძე რეგიონში წლის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს. 

ჯილდო განათლების მინისტრის მოადგილემ დღეს გადასცა. გამარჯვებული სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე გამოავლინეს.

კონკურსის წესების თანახმად, დაჯილდოებისას მხოლოდ 2020 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული მუშაობა ფასდება. კერძოდ:

1. პედაგოგის მიერ 2020 წლის მანძილზე გაწეული საგაკვეთილო საქმიანობა. სწავლებისინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;

2. პედაგოგის მიერ პროფესიული განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა;

3. მოსწავლეების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში; ასევე პედაგოგის მიერ მოსწავლეების ისეთი საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისა და საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების კვლევასა და გადაჭრაში მონაწილეობას. აღნიშნული დადასტურდება განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციითა და მოსწავლეებთან გასაუბრებით;

4. პედაგოგის მიერ სხვადასხვა დამხმარე რესურსებისა და ლიტერატურის, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების: "როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე", "თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის", თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან" და "მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში" გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები