ახალი ამბები
გორში შშმ პირებისთვის ახალი სავარძელ-ეტლები ჩაიტანეს
გორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ - ეტლები გადასცეს.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ერთობლივად განახორციელეს.

ეტლები ბავშვებსაც გაუგზავნეს. როგორც მერიაში აცხადებენ, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის დახმარებით 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე შშმ პირს გადაეცა
Print

სტატიის გამოყენების პირობები