ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 13 აპრილი
საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 37 524 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 28 078 ანტიგენი და 9 446 - PCR.

მათივე ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 756, რაც შეეხება რეგიონებს:

აჭარა - 116,
იმერეთი - 97,
ქვემო ქართლი - 61,
შიდა ქართლი - 80,
გურია - 15,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161,
კახეთი - 40,
მცხეთა-მთიანეთი - 30,
სამცხე-ჯავახეთი - 10,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
Print

სტატიის გამოყენების პირობები