ახალი ამბები
იაპონიის ელჩმა ნიქოზის ამბულატორიას ახალი აპარატურა გადასცა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორიას დაახლოებით 65 ათასი დოლარის ღირებულების (64 643) ამერიკული დოლარის ღირებულების აპარატურა გადასცეს.

ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს. სამედიცინო აღჭურვილობა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ყველა საჭირო კვლევის შესაძლებლობა გააჩნია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" მიერ ნიქოზის ამბულატორიასთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტი, იაპონიის მთავრობამ "ადამიანის უსაფრთხოების" საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დააფინანსა.

ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა. იმამურა აკირა ნიქოზში გამყოფ ხაზთან მივიდა. ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობე ბორდერიზაციის ნათელი მაგალითია, რომლის ერთი მხრიდანაც დღეს რუსი ე.წ. მესაზღვრეები იაპონიის ელჩისა და ხელისუფლების წარმომადგენლების საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები