ახალი ამბები
ქვათაცვენა ცხინვალი-როკის გზაზე
ცხინვალი-როკის გზაზე მოძრაობა სახიფათოა. ადგილობრივი მკვიდრი, ალან გაბარაევი წერს, რომ ის და მისი მგზავრი სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ.

ამბობს, რომ თუ აუციელებელი საქმე არ აქვს ადამიანს, ამ დღეებში, ვლადიკავკაზში ან პირით არ უნდა წავიდნენ. იგი თანამოქალაქეებს ურჩევს, რომ საერთოდ ნუ წავლენ ღამის საათებში:

გაბარაევი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზას მცირე ზომის ქვებისგან ასუფთავებდნენ, დიდი ზომის ქვა ჩამოვარდა და უშუალოდ მათი მანქანის სიახლოვეს დაეცა.

უხვი ნალექის შედეგად, მთავარ მაგისტრალზე, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, დღეს დილით 10 საათამდე დაკეტილი იყო. 10 საათის შემდეგ გზა გაიხსნა, თუმცა თვითმხილეველების ცნობით, მოძრაობა საშიშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები