ახალი ამბები
მეუფე იობმა მონაზონ იონას ზიარების მიღება აუკრძალა
რუის-ურბინისის ეპარქიის მონაზონს, იონას (ლაშა ტუღუშს) ზიარების უფლება აუკრძალეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ეპარქიის პრეს-ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა.

ამავე განცხადების მიხედვით, თუ მონაზონი იონა არ მოინანიებს ,,ვერაგ დანაშაულს'', მას მონაზოვნობის უფლების ჩამორთმევა და ერში დაბრუნება ემუქრება.

ეპარქიის პრეს-ცენტრი ვრცელ განმარტებას აკეთებეს მონაზონ იონას შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იონამ ეპარქია თვითნებურად დატოვა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მეუფე იობი აცხადებდა, რომ მისი გადაწყვეტილებით იონამ ეპარქია დატოვა.

სწორედ, მონაზონ იონას უკავშირდება იმ ვიდეომასალის გადაღება, რომელიც ერთ-ერთ მონასტერში მომხდარ ინციდენტს ეხება. ვიდეომასალის მიხედვით, სასულიერო პირები თავს ესხმიან მამა პაისს, რომელსაც ეკლესიის მოძღვარზე ხელის დარტყმაში დასდეს ბრალი. ეს ვიდეომასალა მთავარ არხზე გავიდა.

ამ ვიდეომასალის შემდეგ, მთავარ არხმა გააშუქა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დააკავა პოლიციამ იონა, რადგან სასულიერო პირებისგან შურისძიების მსხვერპლი არ გამხდარიყო. მონაზონი იონა აცხადებდა, რომ ციხეში წასვლის შესახებ, კურთხევა მეუფე იობისგან მიიღო.

სწორედ, ამ ბრალდებებს უწოდებს ცილისწამებას ეპარქიის პრესცენტრი და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. მასალაში ამოღებულია საკლესიო კრებების განმარტებები:




 

ეპარქიის პრეს-ცენტრი იონას შესახებ


2017-2018 წლებში, ლაშა ტუღუში ხშირად სტუმრად მიღებული იყო ეპარქიაში, კეხიჯვრის მონასტერში, სადაც მისდამი გამოხატული იყო კეთილგანწყობა და მზრუნველობა. მოგვიანებით, თავისი მონაზვნური ცხოვრებისადმი დაუცხრომელი სურვილისა და წინამძღვრის გადაწყვეტილებით, შეუერთდა მონასტრის საძმოს კრებულს, როგორც მორჩილი, ხოლო შემდგომ აღიკვეცა მონაზვნად. სახელდებით იონა.

მას აღმოაჩნდა ეპილეფსია, რომლის მკურნალობის ხარჯს წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მონასტრის მწირი ბიუჯეტი და კეთილმორწმუნე მრევლი, რომელიც სრულიად უფასოდ გადასცემდა მას მედიკამენტებს.

მოგვიანებით, მრავალგზის გამოიჩინა მონაზვნისთვის შეუფერებული უღირსი ქცევა და ქმედებანი, რის გამო მიეცა მრევლის გაფრთხილება, საბოლოოდ კი თვითნებურად დატოვა მონასტერი და ეპარქია.

მოულოდნელად, ჩვენ ყველამ ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში და მოვისმინეთ ის შემზარავი ცილისწამება, რაც მისი მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა.

მონაზონ იონას ბრალი რამდენიმე კანონიკურ დანაშაულში ედება, რომელთა შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიმართავს არა იმიტომ, რომ დაისაჯოს, არამედ ხელი შეუწყოს ცოდვილს, რომ შეიცნოს თავისი დანაშაული და დაეხმაროს სინანულის მიღწევაში.

ბრალმდებელს, ამ შემთხვევაში მონაზონ იონას საქმე სწორედ თავისი მმართველის ეპისკოპის წინაშე უნდა ეწარმოებინა. დაუშველია სასულიერო პირმა და მონაზონმა გვერდი აუაროს საკუთარ ეპისკოპოსს და საერო დაწესებულებებს მიმართოს სამართლის საძიებლად.

ყოვლ ქრისტიანს გააჩნია ვალდებულება, სადავო საქმე ჯერ უშუალოდ იმ პიროვნებასთან აწარმოოს, ვისაც უყენებს ბრალს, როგორც ამას თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის.

შესაბამისად, მონაზონმა იოანამ, დაარღვა წმინდა სახარებისეული მითითებანი, გარდა ამისა, ეკლესიას მართებს იმ პიროვნების საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, სანამ მის საჩივარს მიიღებს ეპისკოპის თუ სხვა ნებისმიერი რანგის სასულიერი პირის წინააღმდეგ.

მონაზონის მოვალეობა და ვალდებულებმა: მორჩილეა და მოწაფეობაა და არა დამოძღვრა.

მონაზონ იონას ბრალი თავისი მღვდელმთავრისადმი ცილისწამებაში ედება, რაც ბოროტთანამზრახველობად და ეპისკოპისის წინააღმდეგ ვერაგობად აღიქმება, რაც მონაზვნობიდან სრულად განკვეთითა და შეჩვენებით ისჯება.

შესაბამისად, მონაზონ იონას მიერ წაყენებული ბრალი ვერ მტკიცება შესაბამისი სამხილებით, მღვდელმთავარმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი მონაზვნობიდან განკვეთისა.

ამ ეტაპზე იობის დადგენილებით მონაზონ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი, თანახმად კონსტანტინოპოლის კრებისა, მონაზონ იონას აეკრძალა წმინდა ზიარების მიღება.

,,ამავდროულად კვლავ მოვუწოდებთ იონას გულწრფელ სინანულისა და კეთილგონიერებისკენ, რათა წარდგეს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წინაშე, აღიაროს რა თავისი ცილისწმამებლური და ვერაგული შეცოდებანი და ამავდროულად კვლავ წარუდგეს საზოგადოებას, ახლა უკვე სიმრთლითა და ჭეშმარიტებით და აღიაროს და შეიანოს, რომ მან ცილი დასწამა თავის მღვდელმთავარსა და წინამძღვარს, ხოლო ურჩობისა და შენანებლობის შემთხვევაში, მონაზონი იონა, ზემოთ ჩამოთვლილი საკლესიო კრებების კანონიებისა, მიიღებს საკლესიო სასჯელს, მონაზვობიდან განკვეთასა და ერისკაცობამდე დაყვანას.'' - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები