ახალი ამბები
გორის ორ სკოლაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ცალკეული კლასები გადავიდა
გორის მუნიციპალიტეტის 2 სკოლაში კორონავირუსის ცალკეული შემთხვევების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რამდენიმე კლასი გადავიდა.

ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გვაცნობა.

მისი თქმით, გორის მერვე სკოლაში, დისტანციურ რეჟიმზე, დაწყებითი კლასების გარდა, ყველა კლასი გადავიდა, საბაზოც და საშუალოც.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დისტანციურ რეჟიმზე აგრძელებს მუშაობას ბერშუეთის ერთი კლასი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
Print

სტატიის გამოყენების პირობები