ახალი ამბები
ჯავა-კვაისას მონაკვეთზე გზა დაზიანდა
ჯავის რაიონის სოფლებთან დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია იუწყება.

საუბარი სოფელ კოზისთან დამაკავშირებელ გზას ეხება, რომელიც დაბა კვაიასასთან ახლოს მდებარეობს.

დაბა კვაისას საგანგებოს სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მათ ხელთ არსებული ტექნიკით გზა გაიწმინდა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება გრძელდება.

რაც შეეხება, მთავარ მაგისტრალს, რომლითაც ცხინვალი როკის გვირაბს უკავშირდება, ორი დღეა, ქვათა ცვენის გამო, დაკეტილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები