ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე გორს ეწვევა
2021 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი  ამირან გამყრელიძე, შიდა ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, COVID-19-ის მიმდინარე ეპიდსიტუაციის და ვაქცინაციის საკითხებზე, შეხვდება.

მასთან ერთად გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან. შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება.

ქ.გორში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ამირან გამყრელიძე შეხვდება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს მამუკა საღარეიშვილს. ასევე, შიდა ქართლის გუბერნიაში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს.

ცენტრის წამომადგენლები ეწვევიან გორის სამხედრო ჰოსპიტალს და კლინიკა გორმედს. ასევე, შეხვედებიან წითელი ჯვრის მოხალისეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები