ახალი ამბები
სოფელ ფერმაში ქსანმა კალაპოტი შეიცვალა და საქონელი წყლის გარეშე დარჩა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის სიახლოვეს მდინარე ქსანმა კალაპოტი შეიცვალა, ხოლო  შინაური საქონელი, სასმელი წყლის გარეშე, დარჩა.

ამის შესახებ ოკამის თემის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა კასპის მერს, ვახტანგ მაისურაძეს 12 აპრილს აცნობა.

კობა ჩიტაშვილის განმარტებით, აუცილებელია, ქსნის კალაპოტის შეცვლა, რათა მოსახლეობამ მდინარის წყლის გამოყენება კვლავ შეძლოს.

როგორც ირკვევა, ქსანთან გაკეთებული არხების მეშვეობით, წყალს საქონლისთვის აგროვებენ.

კასპის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, გიორგი ხარატიშვილი აცხადებს, რომ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკა, რომ მდინარე ქსანზე კალაპოტის დასაბრუნებლად სამუშაოები აწარმოოს. თუმცა მზადაა დაიქირავოს ტრაქტორი და ქსანი უწინდელ ადგილს დაუბრუნოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები