ახალი ამბები
გორში დღეს 22 გრადუსამდე დათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორში დღეს 22 გრადუსამდე დათბება. იქროლებს სუსტი ქარი.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 18-19 გრადუსი შენარჩუნდება, თუმცა ღამის საათებში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცემა.

ყველაზე ცხელი 15 აპრილი 1951 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 29.7 გრადუსს მიაღწია, ხოლო ყველაზე ცივი დღე 1964 წელს იყო. ამ დღეს ყინვა -3 გრადუსი დაფიქსირდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები