ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე გორშია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გორშია. მან სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა.

მან განსაკუთრებული მადლობა, პანდემიის პირობებში გამოვლენილი თავდადებისთვის, სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალს გადაუხადა.

იგი ჰოსპიტალში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესაც ასევე დაესწრო.

რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას 15 საათზე რეგიონულ მედიასთან გამართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები