ახალი ამბები
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში კორონავირუსი 15 639 ადამიანს დაუდასტურდა
,,სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო მეტი სიმშვიდე გვაქვს შიდა ქართლში,' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გორში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, შიდა ქართლში 15 639 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი, საქართველოში კი, მთლიანად ინფიცირებულია 292 244.

,,ეს არის 5% იმ საერთო მაჩვენებლისა, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული გვყავს თბილისში, 41%; 15-15%- იმერეთი და აჭარა.'' - განაცხადა ამრიან გამყრელიძემ.

მან თქვა, რომ მოახლოებულ დღესასწაულებზე მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი სუფრულ შეკრებზე. ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრები აუცილებელია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში დღეში 1400 ადამიანი იცრება, რაც ძალიან ცოტაა. საჭიროა 3 ათასი ადამიანის აცრა მაინც - აღნიშნა გამყრელიძემ.

,,ჩვენ ძალიან კარგად მივდიოდით ქვეყანაში სექტემბრამდე, შემდეგ სადღაც 15-დან დაიწყო მატება ახალი შემთხვევების რიცხვა, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერში. ეპიდემიასთან ბრძოლას მარტო სამედიცინო წარმომადგენლები ვერ გაუმკლავდება.'' - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები