ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა -16 აპრილი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 381, აჭარაში - 391, იმერეთში - 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში - 224, აჭარაში - 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 62, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 - თბილისში, 177 - აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, ხოლო აჭარაში - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 831-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 380 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები