ახალი ამბები
გორში მომხმარებელთა უმრავლესობას ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა
გორში ინტერნეტის მიწოდება შეწყდა. ამის მიზეზი ცენტრალურ ქუჩაზე იმ კაბელის დაზიანება გახდა, რომლითაც აბონენტებს შესაბამისი ოპერატორები ინტერნემომსახურებას უწევენ.

კაბელი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დააზიანეს. ისინი ტროტუარებზე ახალ ქვაფენილებს აგებენ.

ძირითადად, პრობლემა სილქნეტის აბონენტებს შეექმნა, რის გამოც, მომხმარებლები ცდილობენ სხვა კომპანიის მომსახურებით ისარგებლონ. ხარვეზებით მუშაობს მაგთის ინტერნეტი.

,,საერთო ტექნიკური შეფერხება ფიქსირდება, შესაბამისი ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და ვეცდებით უმოკლეს დროში შეძლოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.'' - გვითხრეს სილქნეტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები