ახალი ამბები
გორში ათამდე კორპუსის მცხოვრებლებს დენის მიწოდება შეუწყდათ
გორში წმინდაწყლის დასახლებაში ათამდე კორპუსის მცხოვრებლებს დენის მიწოდება შეუწყდათ.

ნადირაძის ქუჩაზე მდებარე საწარმოებიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. მიზეზი დენის ავარიული გათიშვა გახდა.

ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი კორპუსის მრიცხველზე მოკლე ჩართვა მოხდა და ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ, გამოიძახეს ენეეგოპეოჯორჯიას წარმომადგენლებიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები