ახალი ამბები
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური სივრცე გაიხსნა
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური სივრცე გაიხსნა.. გამოფენილია სამონეტო განძები და უნიკალური მონეტები, რომელიც  მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

მონეტების ქრონოლოგია პრემონეტარული პერიოდიდან (ძვ.წ II -I ათასწლეულები) იწყება და 1834 წლით სრულდება.

,,ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში გადიოდა სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო გზები.'' - აღნიშნავენ მუზეუმში.

ნუმიზმატიკური კოლექციის აღდგენა და ევროპული სტანდარტების ტიპის სივრცის მოწყობა, განხორციელდა USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით.

გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები