ახალი ამბები
სურამში 70 წლის ასაკის ცოლი და ქმარი გარდაცვლილი ნახეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს.

ისინი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.

ხაშურის მერის წარმომადგენელი ირაკლი ჩადუნელი ამბობს, რომ 70 წლის ასაკის ცოლ-ქმარი სახლში მარტო ცხოვრობდა:

,,არის ვერსია, რომ გაზით გაიგუდნენ. სახლში მარტო ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს გამოძიება.'' - ამბობს ჩადუნელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები