ახალი ამბები
21-24 აპრილს რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
21-24 აპრილს 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21, 22, 23 და 24 აპრილს, 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველდღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები